გიორგი სიორიძე - ე.წ. რეფორმა, „ქართული ოცნება“ რომ რეფორმას ეძახის, სინამდვილეში არის განათლების დეფორმა, იმიტომ, რომ ის არ შეიცავს არანაირ პროგრესს - სურთ ახალი ტიპის საზოგადოების მიღება, რომელსაც ტოვებს ახალგაზრდა თაობა

ე.წ. რეფორმა, „ქართული ოცნება“ რომ რეფორმას ეძახის, სინამდვილეში არის განათლების დეფორმა, იმიტომ, რომ ის არ შეიცავს არანაირ პროგრესს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, „ამ ე.წ. რეფორმით“ საერთაშორისო სტანდარტებთან, ყოველგვარი შესაბამისობა ისპობა, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს არათუ ევროპულ, არამედ დასავლური უნივერსიტეტის მოთხოვნებსაც,

„ე.წ. რეფორმა, „ქართული ოცნება“ რომ რეფორმას ეძახის, სინამდვილეში ის არის განათლების დეფორმა, იმიტომ, რომ ის არ შეიცავს არანაირ პროგრესს და ორიენტირებულია იმ შანსის მოსპობაზე, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს აქვთ და ჰქონდათ - მიეღოთ ხარისხიანი განათლება ქვეყნის შიგნით და შემდეგ ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ცოდნა გაეღრმავებინათ საზღვარგარეთ. რეალურად, ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, ეს ე.წ. რეფორმა ეხება როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების მქონეს და საბოლოო ჯამში, განათლების სხვადასხვა ეტაპზე სამ წელიწადს „ქართული ოცნება“ ახალგაზრდას ჰპარავს. ისპობა ყველანაირი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, არამხოლოდ ევროპულ, არამედ დასავლური უნივერსიტეტის მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებს მათ მიერ მიღებული რეგულაციები, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ სურს ახალი ტიპის საზოგადოების მიღება, რომელსაც ტოვებენ ადამიანები, ტოვებს ახალგაზრდა თაობა მით უმეტეს, როცა გვაქვს ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა და საქართველოში იყვნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია აქვთ და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ღირსეული სამსახური იპოვონ“, - განაცხადა სიორიძემ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება