დავით გურგენიძე - გადადგომას არ ვაპირებ - აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია მსჯელობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორებს, რომლებიც თსუ-სთან გაერთიანების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, მიმართა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

როგორც გურგენიძემ აღნიშნა, გეგმავს, აკადემიური საბჭო შეკრიბოს და ღია მსჯელობა გამართოს.

„ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ.

თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრებ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს“,- განაცხადა რექტორმა, რომლის განცხადებასაც „ტვ პირველი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება