ახალციხეში, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ხანძარი იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.