სტივ უიტკოფი კირილ დმიტრიევთან შეხვედრაზე - იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მუშაობს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან კონსტრუქციული და ნაყოფიერი შეხვედრები შედგა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს.

უიტკოფის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი იყვნენ.

„ეს შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მუშაობს და ასევე, მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევის მადლიერია“, - წერს უიტკოფი X-ზე.

ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან, თუმცა აშშ-ის მონაწილეობა „შესაძლოა“.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება