აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთი ფედერაციის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს