ილონ მასკი - რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა

როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა, - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა. შეგვატყობინეთ, თუ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“, - წერს მასკი X-ზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.

ხუთშაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა SpaceX-თან ერთად მუშაობს, რათა რუსეთის მიერ დრონებისთვის Starlink-ის ინტერნეტ სისტემის გამოყენება შეეჩერებინა. ასევე, ფედოროვმა ილონ მასკს აღნიშნულ საკითხზე სწრაფად რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს