აბას არაღჩი - აშშ-სთან შეთანხმება მიღწევადია და მოკლე დროშიც კი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„მოდით, შეუძლებელ რაღაცეებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივაღწიოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ეს მიღწევადია მოკლე დროშიც კი“, - აღნიშნა არაღჩიმ.

მისი თქმით, სანაცვლოდ, თეირანი ელოდება აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების მოხსნას და ასევე ირანის უფლების პატივისცემას, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრება გააგრძელოს.

ამასთან, არაღჩის მტკიცებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი ომისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, კონფლიქტი ირანის ფარგლებს გასცდება და კატასტროფა იქნება ყველასთვის, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ბაზები კი ირანელი სამხედროების სამიზნე გახდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს