ანდრეი სიბიგა ავტობუსზე თავდასხმაზე - რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უკრაინის დნიპროს რეგიონში რუსეთის მიერ ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

“არანაირი სამხედრო სამიზნე - მხოლოდ შრომისმოყვარე მამაკაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხაებით, რუსეთმა მის მიერ ჩადენილი ამ და სხვა დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„პასუხისმგებლობა აუცილებელია სამართლიანი მშვიდობისთვის“, - დასძინა სიბიგამ.

ცნობისთვის, გუშინ დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონის ქალაქ ტერნოვკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 16 მაღაროელი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს