Axios - აშშ-მა ირანს განუცხადა, რომ შეხვედრისა და შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე არხით შეატყობინა, რომ ღიაა შეხვედრისთვის შეთანხმების მიღწევის საკითხზე მოსალაპარაკებლად, - ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა.

ამასთან, კიდევ ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის ანკარაში მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვედრის ორგანიზებაზე თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ.

„საქმე წინ მიიწევს. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განუცხადა Axios-ს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა.

ამასთან, მეორე წყარომ, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირია, გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში თურქეთში გაიმართოს.

თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს ირანზე დარტყმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ღია რჩება.

წყაროების ცნობით, კატარი, ეგვიპტე და თურქეთი ორივე მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თავიანთ ძალისხმევას კოორდინაციას უწევენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს