სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკების შემოწმების შედეგად ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.

ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს