„გახარია საქართველოსთვის“ - მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“.

„დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ “ოცნებამ”თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც „რუსთავი 2-მა“ 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც „ოცნებას“ საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ „ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიზიაში“,-აღნიშნულია პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1-ელ თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით ყველასთან გამართოს დებატები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს