ახალი სათავო ოფისი - „ტერაბანკის“ განვითარების ახალი ეტაპი

„ტერაბანკმა“, მთავარი აქციონერის მხარდაჭერით, ახალი სათავო ოფისი შეიძინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას და განვითარების სტრატეგიის შემდგომ ეტაპზე გადასვლას ემსახურება.

ტერაბანკის მთავარი აქციონერის, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის წარმომადგენლის, ბატონი სემი ედვარდის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ხაზს უსვამს აქციონერის გრძელვადიან ინტერესს

ბანკის განვითარებისა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. „კაპიტალის ზრდა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ტერაბანკის მდგრად გაძლიერებას და ფინანსურ სექტორში მისი პოზიციის გამყარებას უზრუნველყოფს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ბანკის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის“.

ბატონი სემი ედვარდი ასევე აღნიშნავს, რომ ტერაბანკის გაძლიერება ხელს უწყობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

ტერაბანკის გენერალური დირექტორის, თეა ლორთქიფანიძის განცხადებით, სათავო ოფისის ახალი შენობის შეძენა ბანკის ზრდისა და განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ბანკის მასშტაბის ზრდასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან სამუშაო პროცესებს, გუნდებს შორის უკეთეს კოორდინაციას და თანამედროვე სამუშაო გარემოს. ახალი სათავო ოფისი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ჩვენი მომხმარებლებისთვის.“

ტერაბანკის ახალი სათავო ოფისი ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს. ბანკის ახალ შენობაში გადასვლა დაახლოებით ერთი წლის ვადაშია დაგეგმილი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს