თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომის პარალელურად სტუდენტები აქციას მართავენ და შეხვედრაზე დასწრებას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სტუდენტები, რომლებიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას აპროტესტებენ, აქციას მართავენ.

აქციის პარალელურად, უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება სტუდენტებს, მათ უნივერსიტეტის დაცვის სამსახური შენობაში არ უშვებს, რასაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხსნის.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ თსუ-ს რექტორისგან, ჯაბა სამუშიასგან ჰქონდათ პირობა, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი სხდომას დაესწრებოდა.

"გუშინ, ჯაბა სამუშიას დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ გვინდოდა დავსწრებოდით აკადემიური საბჭოს შეხვედრას, რაზეც ჯაბა სამუშიამ გვითხრა, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს საბჭოს შეხვედრაზე დაუშვებდა, თუმცა დღეს, უნივერსიტეტის დაცვა შენობაში არ გვიშვებს. დაცვა გვეუბნება, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ გვიშვებენ შენობაში.

სამწუხაროდ, აბსოლუტურ გაუგებრობაში ვართ და ვერ ვიგებთ რა ხდება, ამიტომ გვინდოდა საბჭოს შეხვედრაზე დასწრება, რომ მათი პოზიციები გაგვეგო.

ამ ეტაპზე გეგმები არ გვაქვს, თუმცა მოვითხოვთ, რომ რექტორი საჯაროდ შეგვხვდეს.

რაც შეეხება, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს მათთან კომუნიკაცია გვაქვს და ვგეგმავთ, რომ დავილაპარაკოთ და რაიმე ერთობლივად გავაკეთოთ",- განაცხადა მეგი დიასამიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!