იოჰან ვადეფული - გერმანია ყოველთვის უფრო ახლოს იქნება აშშ-სთან, ვიდრე ჩინეთთან - სი ძინპინისკენ გაშლილი ხელებით გაქცევა და იმის თქმა, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ამ წამსვე გაქრა და თქვენი დიდი პარტნიორი გავხდებით, არასწორი პასუხი იქნებოდა

გერმანია შეერთებული შტატებსა და ჩინეთთან თანაბარ დისტანციაზე არ იმყოფება და ბოლო დროს არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ყოველთვის უფრო ახლოს იქნება ვაშინგტონთან, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„პრეზიდენტ სი ძინპინისკენ გაშლილი ხელებით გაქცევა და იმის თქმა, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ამ წამსვე გაქრა და ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდი პარტნიორი გავხდებით, არასწორი პასუხი იქნებოდა“, - თქვა მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინზე საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, ევროპის ერთიანი რეაქცია გრენლანდიასთან დაკავშირებულ აშშ-ის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე აჩვენებს, რომ მას შეუძლია წარმატებით დაიცვას თავისი ინტერესები.

გერმანიის საგარეო უწების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი „მნიშვნელოვანი საყრდენია წესებზე დაფუძნებული თავისუფალი ვაჭრობისთვის გაზრდილი პროტექციონიზმისა და ფრაგმენტაციის ფონზე“.

იოჰან ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მუშაობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის მალაიზიასთან, ტაილანდთან, ფილიპინებსა და ავსტრალიასთან მეტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სწრაფად დადების მიზნით.

Reuters-ი წერს, რომ დასავლეთის ქვეყნები, როგორიცაა კანადა და გაერთიანებული სამეფო, აშშ-ის კრიტიკის მიუხედავად, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებენ.

გამოცემის განმარტებით, ტრამპის დაჟინებულმა განცხადებამ, რომ ვაშინგტონმა გრენლანდიაზე კონტროლი უნდა აიღოს, შეარყია ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დააჩქარა ევროპის ძალისხმევა, შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება შეამციროს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გასულ კვირას დამატებითი ტარიფების დაწესების მუქარა უკან წაიღო და გრენლანდიაზე კონტროლის ძალის გამოყენებით დამყარება გამორიცხა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!