განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და 70-მდე პროფესორ-მასწავლებელს ხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს და მას მათ შორის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები და ფაკულტეტების დეკანები ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილება.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრა უახლოეს დღეებში თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან იგეგმება.