სტუდენტი - ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის მზაობა გამოთქვა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრს შეხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თათა თიბილოვის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის მზაობა გამოთქვა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრს შეხვდება.

როგორც სტუდენტმა რექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაბა სამუშია ასევე გეგმავს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის პოზიციას გაეცნოს.

„6 ადამიანი ვიყავით შეხვედრაზე. შევედით იმ მიზნით, რომ გაგვეჟღერებინა თქვენი მოთხოვნა, რომ გინდათ რექტორ ჯაბა სამუშიასთან. მან ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია. გვითხრა, რომ ელოდება სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის, საბჭოების გადაწყვეტილებას და ყველას პოზიციას. შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრსაც შეხვდება, ამის შემდეგ ჩვენთანაც ექნება შეხვედრა, ოღონდ გაფართოებულ რეჟიმში, რომლის გადაღების საშუალებაც გვექნება. სამწუხაროდ, ჯაბა სამუშიამ უარი თქვა, რომ მედია შემოვიდეს შეხვედრაზე და გააშუქონ, მაგრამ ჩვენ გვექნება საშუალება, პირდაპირ რეჟიმში გავაშუქოთ ისე, როგორც გვენდომება“, - განაცხადა სტუდენტმა.

თსუ-ს პირველ კორპუსთან დღეს აქცია გაიმართა. სტუდენტები აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ, რომელიც ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანებას ეხებოდა, თუმცა აკადემიური საბჭოს შეხვედრაზე სტუდენტები არ შეუშვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს