უკრაინის დელეგაცია რუსეთთან და აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან და აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.­

„დღეს ჩვენს დელეგაციასთან შეხვედრა გვქონდა. ისინი უკვე გზაში არიან. შეხვედრები ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ცნობით, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივ ფორმატში შედგება. ასევე, აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართება.

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებზეც აშშ-სთან შეთანხმებაა საჭირო. „უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე ჩვენ მზად ვართ. უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების საკითხზე ჩვენი გუნდები აქტიურად მუშაობენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე მოლაპარაკებების ჩარჩოები დაამტკიცა. „დღევანდელ შეხვედრას მომლაპარაკებელთა გუნდის თითქმის ყველა წევრი დაესწრო, კერძოდ, რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, სერგეი კისლიცა, ანდრეი გნატოვი და ალექსანდრ ბევზი. ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობას დავით არახამიაც მიიღებს. მოლაპარაკებების ჩარჩოები დავამტკიცე და კონკრეტული ამოცანები დავსახე“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს