ფრიდრიხ მერცი - ევროპა უფრო სუვერენული და შეერთებული შტატებისგან უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპულ ქვეყნებს შეერთებული შტატებისგან კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ, განსაკუთრებით ტექნოლოგიურად. დიახ, ეს ეხება შეერთებულ შტატებსაც. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვალა და ამ დარბაზში არავინ სწუხს ამაზე ისე, როგორც მე“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ნოსტალგია და „ძველი კარგი დღეების მოგონებები“ ევროპას არ დაეხმარება.

„ევროპა უფრო სუვერენული და შეერთებული შტატებისგან უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, განსაკუთრებით ტექნოლოგიურად. გერმანიას შეუძლია ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ევროპამ „გაჭიანურებული რეფორმების გამო ზრდის პოტენციალი“ დაკარგა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ, ევროპაში, უზარმაზარი ზრდის პოტენციალი გავფლანგეთ გაჭიანურებული რეფორმების, მეწარმეობის თავისუფლების არასაჭირო შეზღუდვების, გადაჭარბებული რეგულირებისა და არასწორ ადგილებში სრულყოფილებისკენ სწრაფვის გამო“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ ევროპელები აღარ არიან ეკონომიკურად ისეთი ძლიერები, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

მისი თქმით, ევროპა უნდა გახდეს პოლიტიკურად ქმედითი, თავდაცვისუნარიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური თვალსაზრისით.

„გვჭირდება ამბიცია, გვჭირდება გამბედაობა და ენერგია, რათა ევროპა კვლავ გახდეს პოლიტიკურად ქმედითი. უფრო მეტი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ევროპა გახდეს თავდაცვისუნარიანი. გარდა ამისა, ევროპული ეკონომიკური გარემო ისევ კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა მერცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს