თანამედროვე განათლების ინოვაციური მოდელი BTU AI-სგან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) თანამედროვე განათლების ინოვაციური გარემო შეიქმნა. ეს გახლავთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი სასწავლო გარემო - BTU AI. ის ფუნდამენტურად ახალ მიდგომას ეყრდნობა. სასწავლო მასალასთან ადაპტაციის ნაცვლად, თავად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, BTU AI არ არის ტრადიციული ონლაინ სასწავლო პლატფორმა, ტექსტების საცავი ან კითხვებზე ავტომატურად პასუხის გამცემი სისტემა. ეს არის სასწავლო გარემო, რომელიც სწავლას დიალოგად, კვლევად და აზროვნების პროცესად აქცევს. სისტემა მომხმარებელს ეხმარება, რთული მასალა მარტივი, გასაგები და მის საჭიროებებზე მორგებული გზით.

BTU AI უზრუნველყოფს თემის სიღრმისეულ განხილვას, სწავლების პროცესში პასუხობს შეკითხვებს და ეხმარება მომხმარებელს ავტორთან და ტექსტთან „დიალოგში“, არგუმენტების გააზრებაში, მთავარი აზრის გამოყოფასა და მოსაზრებების კრიტიკულად შეფასებაში. გარდა ამისა, სთავაზობს დავალებებს ცოდნის გასამყარებლად და მიუთითებს ცოდნის გაღრმავების საუკეთესო გზებს.

მნიშვნელოვანია, რომ BTU AI ხელმისაწვდომია უფასოდ, როგორც BTU-ს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული პირდაპირ ეხმიანება უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარ ღირებულებას, რაც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას ისახავს მიზნად.

BTU აგრძელებს ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებას, სადაც ტექნოლოგია ემსახურება ადამიანის პოტენციალის გაძლიერებას და მომავლის ლიდერების ჩამოყალიბებას.

ახალი სასწავლო გარემო შემდეგი სასწავლო სემესტრიდან დაინერგება. მანამდე კი უნივერსიტეტი სიახლის შესახებ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს.

(R)

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო