ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე დათანხმდნენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მისცემენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილი კენჭისყრის ჩატარებას კლინტონების უპატივცემულობაში დადანაშაულების მიზნით, რამაც, შესაძლოა, სისხლის სამართლის ბრალდებები გამოიწვიოს.

კითხვაზე, გააუქმებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა კლინტონების წინააღმდეგ დაგეგმილ კენჭისყრას, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა Reuters-ს განუცხადა: „ისინი ახლა ამაზე მუშაობენ. ადვოკატები დეტალებს იკვლევენ“.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო კლინტონების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაატარონ. კლინტონებმა პანელს თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა პირადად გამოცხადებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ გამოძიება პარტიული ქმედება იყო, რომელიც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაცვას ისახავდა მიზნად.

ბილ კლინტონმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 2 000-იანი წლების დასაწყისში ეპშტეინის თვითმფრინავით რამდენჯერმე იმგზავრა. მან სინანული გამოთქვა ამ ურთიერთობის გამო და განაცხადა, რომ ეპშტეინის კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს