კონკურენციის სააგენტო - იანვარში მომხმარებელთა უფლების დარღვევა 20 საქმეზე დადასტურდა, დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი, 6 მოვაჭრეს ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარში, GCCA-ში - 190 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 524 შეადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75 %-ით, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 217 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 13 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 20 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს - 13 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 34 185 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 10 საქმეზე - 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 32 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 77 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 4 %, ქვემო ქართლი 4 %, იმერეთი 3 %, კახეთი 3 %, სამცხე-ჯავახეთი 3 % და სხვ.

მიმდინარე წლის 1 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 70 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 49, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 41, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 9, ხოლო სხვა დანარჩენზე - 21. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 19 %“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს