ანდრეი სიბიგა - პუტინი ტემპერატურის დაცემას დაელოდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური თავდასხმების გასაგრძელებლად დრონები და რაკეტები მოამარაგა

უკრაინაში ტემპერატურა -20°C-ზე დაბალია. ღამით რუსეთმა 450 დრონით და 60-ზე მეტი რაკეტით, მათ შორის ბალისტიკურით, შეტევა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის ძირითადი სამიზნეები იყო ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევში, დნიპროში, ხარკოვში, სუმში, ოდესასა და სხვა რეგიონებში.

„პუტინი ტემპერატურის დაცემას დაელოდა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური თავდასხმების გასაგრძელებლად დრონები და რაკეტები მოამარაგა“, - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, უმკაცრეს ზამთარში რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში მას ხელი ვერ შეუშალა ვერც აბუ-დაბიში ამ კვირაში დაგეგმილმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ და ვერც შეერთებული შტატებისთვის მიცემულმა დაპირებებმა.

„საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა აიძულონ შეწყვიტონ ძალადობა. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები. გააძლიერეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ენერგეტიკული მდგრადობა. გაზარდეთ ზეწოლა მოსკოვზე. ჩამოართვით რუსულ საომარ მანქანას ენერგეტიკულ შემოსავლებსა და ტექნოლოგიებზე წვდომა. მოახდინეთ რუსული რეჟიმის იზოლირება. მოახდინეთ რუსეთის უკანონო ნავთობტანკერების კონფისკაცია. პუტინს უნდა წაერთვას ილუზიები, რომ შეუძლია რაიმეს მიღწევა დაბომბვით, ტერორითა და აგრესიით“, - წერს სიბიგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს