ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული მასშტაბური იერიში განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსებმა სხვადასხვა ტიპის 70-ზე მეტი რაკეტა და 450-ზე მეტი დრონი გაუშვეს. დარტყმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ოდესისა და ვინიცის ოლქებზე, ასევე კიევზე. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთისთვის დიპლომატიაზე მნიშვნელოვანი ხალხის დატერორების მიზნით ზამთრის ყველაზე ცივი დღეების გამოყენებაა“.

„ეს ნათლად აჩვენებს, თუ რა არის ჩვენი პარტნიორებისგან საჭირო და რითი შეიძლება დახმარება. ჩვენთვის პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დროულად მოწოდება წარმოადგენს. რუსეთზე ზეწოლის გარეშე, ამ ომის დასრულება არ მოხდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს