დონალდ ტრამპი - ჰარვარდი დიდი ხანია ძალიან ცუდად იქცევა! ჩვენ ზარალის კომპენსაციის სახით 1 მილიარდ დოლარს ვითხოვთ და მომავალში ჰარვარდის უნივერსიტეტთან არანაირი ურთიერთობა არ გვსურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან კომპენსაციის სახით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხას ითხოვს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპმა New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის თანახმად მისმა ადმინისტრაციამ ჰარვარდთან შეთანხმების ფარგლებში უნივერსიტეტის მიერ 200 მილიონი დოლარის გადახდის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

„ძალზე ანტისემიტური ჰარვარდის უნივერსიტეტი წარუმატებელ New York Times-ს ბევრ „სისულელეს“ უზიარებს. ჰარვარდი უკვე დიდი ხანია ძალიან ცუდად იქცევა! ჩვენ ახლა ზარალის კომპენსაციის სახით 1 მილიარდ დოლარს ვითხოვთ და მომავალში ჰარვარდის უნივერსიტეტთან არანაირი ურთიერთობა არ გვსურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა. ასევე, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა ებრაელი სტუდენტების შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი ძალისხმევა არ გასწია და ჰარვარდისთვის დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის გრანტების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. 2025 წლის სექტემბერში ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2.2 მილიარდი დოლარის გრანტები უკანონოდ გააუქმა და ადმინისტრაციას ჰარვარდის დაფინანსების შეწყვეტა აუკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარვარდთან შეთანხმებას მიაღწია, რაც უნივერსიტეტის მიერ 500 მილიონი დოლარის გადახდას ითვალისწინებდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!