მედია - უკრაინა ევროპასა და აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის აღსრულების მრავალდონიან გეგმაზე შეთანხმდა

უკრაინა დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ევროპისა და აშშ-ის მხრიდან კოორდინირებულ სამხედრო პასუხს გამოიწვევს, - ინფორმაციას Financial Times-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გეგმა დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე განიხილეს უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის და გულისხმობს მრავალდონიან რეაგირებას რუსეთის მიერ შეთანხმებული ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.

წინადადების თანახმად, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში, დაწყებული დიპლომატიური გაფრთხილებით და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის არმიის მიერ დარღვევის შესაჩერებლად ზომების მიღებით.

თუ საომარი მოქმედებები ამ დროის შემდეგაც გაგრძელდება, წინადადება გადავა მეორე ფაზაზე - ინტერვენციაზე ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ძალების გამოყენებით.

გამოცემის წყაროების ცნობით, გაფართოებული თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალის, მათ შორის აშშ-ის სამხედროების, კოორდინირებული რეაგირება დარღვევიდან 72 საათის შემდეგ განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს