„ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის შექმნის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით სახელმწიფო ბანკი შეიქმნას.

ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ფასების დარეგულირება. ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურ მდგომარეობასთან. ბევრი რამ იქნება ნათელი ამ პროცესის მიმდინარეობისას, დარწმუნებული ვარ, ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება საბანკო სისტემას და საპროცენტო განაკვეთს. ეს ხვალინდელი დღეა, ამ დეტალებს უფრო ნათელს გახდის კომისიის მუშაობა.

გამოვდივარ ინიციატივით: უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის.

ხვალინდელი ჩვენი მუშაობა მოკლე ვადაში უნდა დავასრულოთ, რათა ჩქარა შევუდგეთ ფასების კლებას. ეს არ უნდა აისახოს პროდუქტის ხარისხზე“,- აღნიშნა ილია ინჯიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს