პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, პარლამენტთან, საგაზაფხულო სესიის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აპროტესტებენ, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს, ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „გრანტების კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, „ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი აზრი ბოლომდე ჩაახშონ“.

„ეს კანონი ალბათ, ყველაზე მეტ დისკრეციულ უფლებას აძლევს სახელმწიფოს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უცხოეთში ჰყავს ოჯახის წევრი და ის ფულს გამოუგზავნის, გახდეს სახელმწიფოსგან დევნის მსხვერპლი. ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის ფიზიკურ პირზე, გახდება საბაბი, რომ სახელმწიფომ შენს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა“,- აღნიშნა დათა ქაშიაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს