სოფო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს - ერთხელ მაინც რომ შეგეფასებინათ თქვენი კოლეგის თავდასხმა გიორგი გახარიაზე „შერატონში“, დავიჯერებდი თქვენ გულწრფელობას

როცა თავდასხმაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი ბათუმში, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა გიორგი გახარიას - თავდასხმებზე და შეიარაღებულ დაცვაზე რომ საუბრობთ, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებთ? - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თეა წულუკიანს.

აღნიშნულით ხორგუანი გამოეხმაურა წულუკიანის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოსვლა „დაცვით მოითხოვა და კომისიის სხდომაზე შესვლა იარაღით სურდათ”.

„როცა თავდასხმაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატი ბათუმში, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა გიორგი გახარიას. ამაზე არა თუ გამოძიება, თავდასხმის კადრები ვერ მოვიპოვეთ. თავდასხმებზე და შეიარაღებულ დაცვაზე რომ საუბრობთ, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებთ? თქვენი კოლეგა იყო მონაწილე და არც დაუმალავთ ეს“, - აცხადებს ხორგუანი.

ხორგუანმა, ასევე, მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

„ბატონო შალვა, თამარის [ტატა ხვედელიანი] ტონი რომ დაიწუნეთ, ერთხელ მაინც რომ შეგეფასებინათ თქვენი კოლეგის თავდასხმა გიორგი გახარიაზე „შერატონში“, დავიჯერებდი დღეს თქვენ გულწრფელობას. მართლა დავიჯერებდი”, - მიმართა ხორგუანმა პაპუაშვილს.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პასუხს არ ვაგებ. სხდომათა დარბაზთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ აქ იყოს შესაბამისი გარემო დისკუსიისთვის და დებატისთვის”.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო