სოფიო ხორგუანი უმრავლესობას - 2012 წელს რომ ემოქმედა კანონს, რაც დღეს შემოგაქვთ, “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ვერც ივანიშვილი, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, პრემიერ-მინისტრი ვერ გახდებოდა

2012 წელს რომ ემოქმედა კანონს, რაც თქვენ დღეს შემოგაქვთ, “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ვერც ბიძინა ივანიშვილი, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, პრემიერ-მინისტრი ვერ გახდებოდა! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრმა სოფიო ხორგუანმა გააკეთა.

უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, ხორგუანი დაინტერესდა, თუ საიდან დადგინდა ის 8-წლიანი შეზღუდვა, რომლის განმავლობაშიც პირს პარტიის წევრობა აეკრძალება, თუკი მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოური.

“საიდან დადგინდა რვა წელი? შალვა პაპუაშვილი გერმანიის სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობდა და იქიდან წამოვიდა. როდის მიხვდა ის ან როგორ ჩაითვალა, რომ 8 წელი საკმარისი დროა, რათა მას გერმანიის სახელმწიფოსთან კავშირები გაეწყვიტა? - შეიძლება 9 წელია ამისთვის საჭირო ან 5 წელი! რა საფუძველი უდევს მაინც და მაინც ამ რვა წელს?!“, - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხორგუანს პასუხად მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მიმართა, რომ თუკი პრინციპს ეთანხმებიან და 8 წელთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა, მათი ვერსია შესთავაზონ, თუ რამდენწლიანი შეზღუდვა შეიძლება იყოს დადგენილი და ამაზე იმსჯელებენ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.

პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ხორციელდება და პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი განისაზღვრება. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი