ალან გაგლოევმა „პარლამენტს“ ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ძამბოლატ თედეევის კანდიდატურა წარუდგინა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „პარლამენტს“ ე.წ. პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე ძამბოლატ თედეევის კანდიდატურა წარუდგინა, - ამის შესახებ გაგლოევის მიერ ე.წ. პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისთვის პარლამენტის თანხმობის მისაღებად ძამბოლატ თედეევის კანდიდატურას წარვადგენ“, - ნათქვამია წერილში.

გასულ თვეში, ე.წ. მთავრობის დათხოვნისა და ე.წ. პრემიერ-მინისტრის კონსტანტინე ჯუსოევის „თანამდებობიდან“ გათავისუფლების შემდეგ ალან გაგლოევმა 35 წლის ძამბოლატ თედეევი „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

ძამბოლატ თედეევი 2021-2023 წლებში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი „ვიცე-პრემიერისა“ და „ფინანსთა მინისტრის“ თანამდებობებს იკავებდა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა კონსტანტინე ჯუსოევის „მთავრობა“ 21 იანვარს დაითხოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯუსოევის გადაყენება რუსეთიდან დაფინანსების არამიზნობრივად გამოყენებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს უკავშირდებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს