დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც აშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი“ დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანონმდებლობით აშშ-ის თავდაცვის, ჯანდაცვის, შრომის, განათლებისა და სხვა სააგენტოების დაფინანსება გამოიყო.

ასევე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების ვადა 13 თებერვლამდე გახანგრძლივდა, რაც კონგრესმენებს საიმიგრაციო სააგენტოების დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის დროს აძლევს.

„დემოკრატი“ კონგრესმენები მინეაპოლისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საიმიგრაციო სააგენტოებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 217 ხმით 214-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო