მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება

მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იმ ინიციატივის შეცვლაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდება.

როგორც საკომიტეტო განხილვის დროს ითქვა, 3-წლიანი შეზღუდვა კანონიდან ამოღებული იქნება და საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე იქნება დელეგირებული.

„მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა გაიმართა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც სკოლებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მოიცავს, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონის პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს