შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ ჯგუფს ევროკავშირი თუ სხვადასხვა დასავლური სტრუქტურა „წმინდა ძროხად“ ჰყავთ გამოყვანილი, ამბობენ, რომ ბრიუსელშია აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი ქურუმების ნაკრები - ეს წარმოდგენა უნდა მოვიშალოთ

ზოგიერთ ჯგუფს ევროკავშირი, თუ სხვადასხვა დასავლური სტრუქტურა თუ ერთობა, „წმინდა ძროხად“ ჰყავთ გამოყვანილი - ამბობენ, რომ ბრიუსელში არის აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი ქურუმების ნაკრები, რომელიც გამოდიან და ჭეშმარიტებას ღაღადებენ - ეს წარმოდგენა უნდა მოვიშალოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამყარო არ არის ისე მოწყობილი, რომ დაყოფილი იყოს კეთილებად და ბოროტებად, თეთრად და შავად.

„ერთი რამ გამოჩნდა ბოლო პერიოდში და ამასწინათაც მოვუწოდე მე ოპონენტებს, რომ გაიაზრონ, გარეთ 2026 წელია. ეს აღარ არის 2023 წელი, 2020 წელი და მანამდე წლები, როდესაც იქმნებოდა ილუზია თეთრისა და შავისა, კეთილისა და ბოროტისა. სამყარო არ არის ასე მოწყობილი, რომ ის დაყოფილი იყოს კეთილებად და ბოროტებად. სამყარო მრავალფეროვანია და საკმაოდ ნაცრისფერია ხანდახან. ასე რომ, ის, რაშიც მცირე ქვეყნებს გვარწმუნებდნენ, რომ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც ყველა ემორჩილება, დღეს ყველა ვხედავთ, რომ ეს თავის დროზეც გარკვეული ილუზია იყო და ყოველთვის დიდები და ძლიერი სახელმწიფოები საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდნენ. ახლა უბრალოდ ეს უფრო ღია გახდა დღევანდელ სამყაროში და უნდა გავაცნობიეროთ და შევხედოთ. ზოგიერთ ჯგუფს ევროკავშირი, თუ სხვადასხვა დასავლური სტრუქტურა თუ ერთობა, გამოყვანილი ჰყავთ „წმინდა ძროხად“, რომ ბრიუსელში არის აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი ქურუმების ნაკრები, რომელიც გამოდიან და ჭეშმარიტებას ღაღადებენ და მხოლოდ ჩვენი საუკეთესო ინტერესებით მოქმედებენ. ეს წარმოდგენა ზოგიერთმა ჯგუფმა უნდა მოვიშალოთ. სამყარო არ არის ასეთი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე მყვირალა ანტირუსი ბალტიის ქვეყნები ყველაზე მაგრად ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით. ერთ წვეთ ღვინოს არ აწარმოებენ ლამის. სამყარო არის ასეთი და ეს ყველაფერი ეხება იმ მიამიტ, სხვისი დროშის მოფრიალე ქართველებს, რომლებსაც ხან ერთი ქვეყნის დროშა რომ უჭირავთ, ხან მეორესი და ამ დროს, თავისი ქვეყნის დროშა არ ახსენდებათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს