შალვა პაპუაშვილი - რაც გახარიაა, ის პარტიაა - დებატებზე იყო მათი მხრიდან თანხმობა, მაგრამ გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს - უფრთხილდით ზარს ბერლინიდან და დაუჯერეთ ზარს ქუთაისიდან, ბათუმიდან ან სხვა კუთხეებიდან!

რაც გახარიაა, ის პარტიაა - ითქვა, რომ ეს ადამიანი [გიორგი გახარია] არის ბოლი და შესაბამისია მისი პარტიაც, ცარიელი ბაქიბუქია - სხვა პლატფორმებზე ბაქიბუქობენ: აბა გამოდით და აბა თუ ბიჭები ხართ დებატები იყოსო, ბოლოს შეთავაზებაც იყო და მათი მხრიდან თანხმობაც, მაგრამ გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს - უფრთხილდით ზარს ბერლინიდან და დაუჯერეთ ზარს ქუთაისიდან, ბათუმიდან ან სხვა კუთხეებიდან! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „გახარიას პარტიას იმიტომ ჰქვია გახარიას პარტია, რომ სახელი ვერ დაიმკვიდრეს ვერასდროს“.

„რაც გახარიაა, ის პარტიაა. თავის დროზე ითქვა, რომ ეს ადამიანი არის ბოლი და შესაბამისია მისი პარტიაც - ბაქიბუქი, ცარიელი ბაქიბუქია. სხვა პლატფორმებზე ბაქიბუქობენ: აბა გამოდით და აბა თუ ბიჭები ხართ დებატები იყოსო. ბოლოს შეთავაზებაც იყო და მათი მხრიდან თანხმობაც, მაგრამ გაისმა ზარი ბერლინიდან და ჩახსნეს. ისევე ჩახსნეს, როგორც 2024 წელს, როცა ჩვენი მზაობა იყო, რომ ღია დებატები გვქონოდა იმ ძალებთან, რომლებიც ძალადობრივი შტურმით იყვნენ დაკავებულები პარლამენტთან - გვახსოვს, მაშინაც როგორ ჩახსნეს ის ხალხი, რომელმაც დისკუსიის მზაობა გამოთქვა. ასე რომ უფრთხილდით ზარს ბერლინიდან და დაუჯერეთ ზარს ქუთაისიდან, ბათუმიდან ან სხვა კუთხეებიდან!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს