ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობერტ გერშნერი. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.

„შეხვედრის ფარგლებში ელჩმა რობერტ გერშნერმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.

შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ავსტრიის ელჩს უფასო იურიდიული დახმარების საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები და აღნიშნულ საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის დაცვის სტანდარტის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი