ნიკა ჩერქეზიშვილი - იანვარში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ პროდუქტზე ფასი ნაცვლად დაპირებული შემცირებისა, გაიზარდა!

იანვარში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ პროდუქტზე ფასი ნაცვლად დაპირებული შემცირებისა, გაიზარდა! - საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ გარდა გაძვირებული სახელმწიფო სერვისებისა, რომლებსაც რუტინულად ვიხდით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაგვიმატა კიდევ ერთი გადასახადი - ინფლაცია, როგორც უხილავი მოსაკრებელი, რომლითაც წლების განმავლობაში გვაღარიბებს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ინფლაციამ საქართველოში 4.8% შეადგინა, მთავარი ტვირთი კი ისევ ყოველდღიურ, აუცილებელ ხარჯებზე მოდის.

„14-წლიანი კორუფციული საქმიანობის და ხალხის მიზანმიმართული გაღარიბებისა, ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა ხალხს ისევ ატყუებს და ნაცვლად იმისა, რომ ფასების შემცირებაზე რეალურად მუშაობდეს, მხოლოდ ბუტაფორიული კომისიის შექმნითა და ცარიელი პროპაგანდითაა დაკავებული.

ამის პირდაპირი დადასტურებაა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ინფლაციის დონის შესახებ. იანვარში საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა, იმიტომ რომ პროდუქტზე ფასი ნაცვლად დაპირებული შემცირებისა, გაიზარდა!

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ინფლაციამ საქართველოში 4.8% შეადგინა. მთავარი ტვირთი ისევ ყოველდღიურ, აუცილებელ ხარჯებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ წლიური ინფლაციის 4.8%-დან 3.5% სურსათის წილია. სურსათზე ფასები ერთ წელიწადში საშუალოდ 10.6 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული, ხილი, პური, შაქარი, ხორცი, ზეთი, რძე და კვერცხი - ანუ, ის პროდუქტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

თევზეული - 20.5%

ხილი - 16.9%

პური და პურპროდუქტები - 14.3%

შაქარი - 10.2%

ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7%

ყავა, ჩაი და კაკაო - 9.4%

ბოსტნეული - 8.8%

ზეთი და ცხიმი - 8.7%

რძე, ყველი და კვერცხი - 8.6%

„ქართული ოცნება“ ამას სტატისტიკურ ინფლაციას უწოდებს, მაგრამ ადამიანურ ენაზე ეს არის ჩვენი ცხოვრების გაძვირება, რომელიც ყველაზე მძიმედ ურტყამს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ იმაზე კი არ ვფიქრობთ, დამატებით რა შეიძლება შევიძინოთ, ვფიქრობთ იმაზე, რა მოვიკლოთ, რა აღარ ვიყიდოთ. გუშინ თუ პენსიონერს შეეძლო ეყიდა პური, რძე და ცოტა ხილიც, დღეს იგივე თანხა მხოლოდ პურსა და რძეზე ჰყოფნის.

ამავდროულად გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვაც - წლიურად 8.3 პროცენტით. ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები, მედიკამენტები გახდა ფუფუნება. ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრონიკული დაავადებებით ცხოვრობს. მინდა ვკითხო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა გვისმენს:

გაიზარდა თუ არა თქვენი შემოსავალი იმ ტემპით, რა ტემპითაც გაგიძვირდათ ცხოვრება?

ამ კითხვის პასუხი ყველამ ვიცით - ათობით ათასი ლარით გაეზარდათ შემოსავალი ივანიშვილს, კობახიძეს, ყაველაშვილს, პაპუაშვილს, მდინარაძეს, მაშინ როცა 70+ ასაკის პენსიონერებს 45 და 70 წელზე ნაკლები ასაკის მქონეებს მხოლოდ 20 ლარი მოემატათ.

საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ გარდა გაძვირებული სახელმწიფო სერვისებისა, რომლებსაც რუტინულად ვიხდით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაგვიმატა კიდევ ერთი გადასახადი - ინფლაცია, როგორც უხილავი მოსაკრებელი, რომლითაც წლების განმავლობაში გვაღარიბებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!