პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ყოფილან აქ ელჩები, მოსულან და აკრედიტაციის წესები რომ დავაწესე, ერთ-ერთმა ელჩმა მითხრა „კი მაგრამ, ეს რა არისო“. ბოლოს მართლა ვუთხარი: „ვინ გეკითხებათ? მე გეუბნები საელჩოში როგორ შეუშვა და არ შეუშვა ჟურნალისტი?“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ მდგომარეობამდე ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა და კარი, არამედ გული და სული გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს და სახელმწიფოებს და ქვეყნის მოწყობის თანამონაწილე გახადეს.
პაპუაშვილს ჰკითხეს მისი და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც პრემიერ-მინისტრი და არც თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულები არ ყოფილან.
„სხვა ფოტოებიცაა, შარშანწინდელი, სადაც იგივე „ენჯეოებთან“ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მრგვალ მაგიდასთან ვზივარ, მერე?! ფოტო რას გეუბნებათ?! ის ფოტო-ვიდეო, ვიდეოჟონგლიორობა, რაც თქვენ ჩაატარეთ, საინტერესოა. ამ ფოტოზე ვარ გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. სხვათა შორის, ჩემი სხვა ფოტოც დაიდო, სადაც მოქმედი პრემიერი, ბატონი ირაკლი კობახიძე და მე ვართ. იმ ფოტოზე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP-ის თანამშრომელია, ხოლო მე სამთავრობო ორგანიზაცია - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომელი. არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არ ვყოფილვართ დასაქმებულები არასამთავრობო ორგანიზაციებში. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე - სამთავრობოში.
სულ ცოტა ხნის წინ მდგომარეობამდე ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა და კარი, არამედ გული და სული გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს და სახელმწიფოებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოწყობის თანამონაწილე გავხადეთ. როცა გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, მახსოვს ჩემი განცვიფრება - პარლამენტში გახლდით, ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა იყო სასამართლო რეფორმაზე. იყო უმრავლესობა, ოპოზიცია, არასამთავრობოების წარმომადგენელი და მაგიდასთან ისხდნენ: ევროკავშირის ელჩი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ელჩები ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ. მახსოვს ჩემი პირველი გაკვირვება, რომ საკანონმდებლო პროცესში ელჩების დონეზე იყო ჩართულობა.
პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ყოფილან აქ ელჩები, მოსულან და აკრედიტაციის წესები რომ დავაწესე, ერთ-ერთმა ელჩმა მითხრა: „კი მაგრამ, ეს რა არისო“. ბოლოს მართლა ვუთხარი: „ვინ გეკითხებათ? მე გეუბნები საელჩოში როგორ შეუშვა და არ შეუშვა ჟურნალისტი?“ ამ დონეზე გავუღეთ კარი, ვაჩვენეთ მეგობრობა და როგორც გვესმის პარტნიორობა, მაგრამ ვიღაცებმა ეს გაიგეს როგორც დაქვემდებარება და მორჩილება. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს გულღიაობა, ოჯახში რომ შემოვუშვით და სიტყვა ვათქმევინეთ, ჩვენი ოჯახის წევრებიდანვე, ანუ ქართული ორგანიზაციების გამოყენება დაიწყეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად. ეს პროცესი 2020 წლიდან დაიწყო და აშკარა გახდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.