გიგა ფარულავა - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა

თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება არის სპეციალური ღონისძიება მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება აბსურდია.

„იმდენად ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, არც სასაცილოა, არც სატირალი - განათლების რეფორმას ხელისუფლება ატარებს დაჩქარებული წესით, ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს? გუშინ შემოიტანეს, დღეს კი დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ და დამტკიცდეს. ვამბობთ: წარმოადგინეთ კვლევები, რას ემყარება, ვინ ჩაატარე ეს კონკრეტული კვლევა, რომლის საფუძველზეც განათლების რეფორმის დაჩქარებული წესით მიღება ხდება. ეს კვლევები ჩვენ არ გვინახავს… რაც შეეხება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას, ეს არის სპეციალური ღონისძიება იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა. ამ საკითხებს განათლების რეფორმასთან სხვა კავშირი არ აქვს”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს