სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი - ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება - არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! - წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია, არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი,- ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, იური ჯანიაშვილმა უნივერსიტეტთან მიმდებარე აქციისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პროფესორის თქმით, „ისტორია უკვდავია, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ“.

„ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! ისტორია შავით თეთრზე წერს. ისტორია არის უკვდავი, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ. გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ძალიან ეჭვი მეპარება. დიდი ილია ბრძანებს, რომ „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა წარსულს დავივიწყებთ“. წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია. არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი“,- აცხადებს პროფესორი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფესორები და სტუდენტები კვლავ ეწინააღმდეგებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები