სტუ-ს პროფესორი თამაზ დოგრაშვილი - ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება - არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! - წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია, არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი,- ამის შესახებ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის უფროსმა პედაგოგმა, თამაზ დოგრაშვილმა უნივერსიტეტთან მიმდებარე აქციისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პროფესორის თქმით, „ისტორია უკვდავია, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ“.

„ჩემო შვილებო, იცოდეთ, ისტორიასთან „ჩაწყობა“ არ მოსულა! ისტორია შავით თეთრზე წერს. ისტორია არის უკვდავი, ამიტომ, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ. გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ძალიან ეჭვი მეპარება. დიდი ილია ბრძანებს, რომ „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა წარსულს დავივიწყებთ“. წარსულია და ლამაზი ისტორიაა „გეპეის“ ისტორია. არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი“,- აცხადებს პროფესორი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროფესორები და სტუდენტები კვლავ ეწინააღმდეგებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა