მარკო მიხელსონი - საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ „ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“.

„საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ. მეამაყება იმ კარგ ევროპელთა შორის ყოფნა, ვისაც არ დავიწყებია ქართველის თავისუფლების სურვილი და ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას საქართველოს ხარჯზე გააფართოვოს თავის იმპერია“, - წერს მიხელსონი.

ცნობისთვის, დღეს შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.

და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები