Reuters - ემანუელ მაკრონის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონემ მოლაპარაკებები კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან გამართა და საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.

წყაროების განცხადებით, რუსეთთან კონტაქტის შესახებ ევროპელი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს