უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილება სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის სისტემასაც შეეხო

უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილება სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მართვის სისტემასაც შეეხო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება აქვს. აქამდე მოქმედი კანონით, 65 წლის ასაკის მიღწევა დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას არ იწვევდა.

სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს ენიჭება. დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება ექნება.

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა. უწყების განმარტებით, ახალი კანონი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარებას, ინსტიტუციური სტაბილურობის ზრდას და სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელების უფრო ეფექტიან კოორდინაციას უზრუნველყოფს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 4 თებერვლის სხდომაზე, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!