დევიდ ო'სალივანი - მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის ვალდებული, რომ ჩვენ მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაიცვას

მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის ვალდებული, რომ ჩვენ მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაიცვას, - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

დევიდ ო'სალივანის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის სურვილების შეუსრულებლობაში სხვადასხვა სახელმწიფოების „დადანაშაულებას არ ჩქარობდა“.

„მსოფლიოში არცერთი [ევროკავშირის არაწევრი] ქვეყანა არ არის ვალდებული, რომ ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები დაიცვას“, - აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე, მისი თქმით, ევროკავშირმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია რუსეთში „შეიარაღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების პირდაპირი რეექსპორტისთვის ხელის შეშლის თვალსაზრისით, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და მალაიზიის გავლით“.

ასევე, დევიდ ო'სალივანმა აღნიშნა, რომ უმეტესად სანქციებზე გვერდის ავლა ხდებოდა „ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომლებიც ეკონომიკურ შესაძლებლობას ხედავდნენ“ და არა მთავრობების ორგანიზებით.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!