გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ტესტირების საერთაშორისო ცენტრის - Pearson VUE აკრედიტაცია მიიღო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ტესტირების საერთაშორისო ცენტრის - Pearson VUE აკრედიტაციის პროცესი და მიიღო უფლება, ჩაატაროს საკვალიფიკაციო გამოცდები და გასცეს საერთაშორისო სერტიფიკატი როგორც პროფესიული განვითარების, ისე კარიერული წინსვლისათვის. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრუნიმ სრულად დააკმაყოფილა კომპანიის მიერ დადგენილი ყველა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული მოთხოვნა, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, ტესტირება განახორციელოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში და მოიპოვოს გამოცდების პროცესის სანდოობა.

„Pearson VUE არის გლობალური ლიდერი კომპიუტერული ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში, რომელიც ოპერირებს 180-ზე მეტ ქვეყანაში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

პროფესიული, აკადემიური და ლიცენზირების გამოცდები ტარდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT);
  • განათლება;
  • ბიზნესი და მენეჯმენტი;
  • პროფესიული სერტიფიცირება და ლიცენზირება.

Pearson VUE-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღიარებულია დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს