რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„პოზიტიური წინსვლა შეინიშნება. თუმცა, ევროპელი და ბრიტანელი მილიტარისტები ამ პროცესის ჩაშლას ცდილობენ. რაც უფრო მეტად ცდილობენ პროცესისთვის ხელის შეშლას, მით უფრო მეტი პროგრესია“, - განაცხადა დმიტრიევმა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციასთან რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის მიზნით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის ფარგლებში. შეხვედრები დადებითად მიმდინარეობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს