დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დასკვნების გამოტანა ნაადრევია

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება, ამიტომ რაიმე სახის დასკვნების გამოტანა ნაადრევია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციას მათი დასრულების შემდეგ მიიღებს.

„ჩვენი დელეგაცია მოლაპარაკებების შედეგების შესახებ სახელმწიფო მეთაურს ოპერატიულად აცნობებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026