საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესორებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ისინი ფიქრობენ, რომ დაანონსებული ცვლილება განათლების სისტემას დააზიანებს. მათ აქციაზე გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „სტუ არ იყიდება!“, „ხელები შორს სტუ-სგან!“; „სტუ-ში გატარებული ყოველი დღე ისტორიაა".

აქციაზე სიტყვით გამოდიან პროფესორ-მასწავლებლები. მათი თქმით, იმედი აქვთ, რომ საბოლოოდ, შედეგს მაინც მიაღწევენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო