ინდოეთში უკანონოდ მოქმედ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაიაში უკანონოდ მოქმედ ნახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 მაღაროელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება.

შტატის პოლიციის უფროსმა ვიკაშ კუმარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, დინამიტის გამოყენების გამო მოხდა. ამ მეთოდს ვიწრო გვირაბების გასახსნელად მიმართავენ და უკანონოა.

პოლიციას ჯერ არ დაუდგენია იმ პირების ვინაობა, რომლებიც უკანონო მაღაროს ფლობდნენ და მართავდნენ მაღაროს.

„პასუხისმგებელ პირებს მკაცრი სამართლებრივი ზომები დაეკისრებათ“, - განაცხადა მეგჰალაიას მთავარმა მინისტრმა კონრად სანგმამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს