ლევან მახაშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატების ინიციატივაზე - საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა - ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, მკაფიო პასუხი არ მაქვს, მაგრამ ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს ვემხრობი

საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა - ბუნებრივია, შეიძლება სხვა მოსაზრება მქონდეს, ვიდრე „ნეიტრალური საქართველოს” წევრებს, თუმცა ზოგადად, ვეთანხმები ნებისმიერ საკითხზე ღია დისკუსიებს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას, რომ “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს უმოკლეს ვადაში უნდა გაუწიონ ორგანიზება.

მისი თქმით, მზადაა, რომ თუ საჭიროება იქნება, დისკუსიაში ჩაერთოს.

„ამ მიმართულებით კონსტიტუციური ჩანაწერი ცალსახად ამბობს, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის თვალსაზრისით დანიშნულების საბოლოო ადგილი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა. დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. ჩვენ მოსახლეობის ნებას აღვასრულებთ, რასაც ის გადაწყვეტს ჩვენ ამას მივესალმებით და განვახორციელებთ. რაც შეეხება საკითხს, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, მე ამ თემაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი. თუ ამ მიმართულებით საჭიროებაა, მე მზად ვიქნები, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ამ დისკუსიაში ჩავერთოთ. საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი ტაბუდადებული თემა - პირიქით ღია დებატები უნდა იყოს ნებისმიერ საკითხზე სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოება მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, კონკრეტული არგუმენტებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე ბუნებრივია, შეიძლება სხვა მოსაზრება მქონდეს, ვიდრე “ნეიტრალური საქართველოს” წევრებს, თუმცა ზოგადად, ვეთანხმები ნებისმიერ საკითხზე ღია დისკუსიებს”, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ის ორ ტელეკომპანიას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატების გამართვისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, საქართველოსთვის საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია”.

„მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს, რომელთაც პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს — უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია.

მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს